ალექსანდრე იაშვილს "ბოხუმის" მაისურა გადასცეს

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "ბოხუმში" ტრანსფერის შესახებ უკვე გაცნობეთ. 6 ივნისს კი გერმანულმა მედიამ და კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ვეტერანი ქართველი ფორვარდის პრეზენტაციის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

იაშვილმა "ბოხუმთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც იაშვილის მსგავსი გამოცდილი ფეხბურთელი ძალიან სჭირდებოდა და მოხარულები ვართ, იგი კარიერას ჩვენთან რომ გააგრძელებს.

იაშვილს საგოლე თვისებები ჯერაც არ დაუკარგავს და შედეგიანი გადაცემების შესრულებაც ძველებურად შეუძლია",
- განაცხადა "ბოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას ბერგმანმა.

"ბოხუმი" ერთ-ერთი უძველესი გერმანული კლუბია და მის შემადგენლობაში თამაში ჩემთვის დიდი პატივია.

არიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, რამდენიმე საინტერესო წინადადებიდან კი უპირატესობა "ბოხუმის" ვარიანტს მივანიჭე.


საკმაოდ მზარდი კლუბია და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში უკეთეს შედეგს აჩვენებს"
, - ეს თავად იაშვილის კომენტარია.

მის კარიერაში "ბოხუმი" მეოთხე გერმანული კლუბი იქნება "ლიუბეკის", "ფრაიბურგისა" და "კარლსრუეს" შემდეგ. იაშვილი გერმანიაში 1997 წელს გადავიდა და პირველ ბუნდესლიგაში 198 მატჩი და 33 გოლი, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში - 213 მატჩი და 46 გოლი მოუგროვდა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი "ბოხუმის" ღირსებას ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ალექსანდრე იაშვილი და "ბოხუმი" შეთანხმდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული