...შარშან, აპრილში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" 26 წლის ქართველი თავდამსხმელის მიერ "ტომის" კარში გატანილი მეორე გოლი (მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული დარტყმით ცხრიანში შეაგდო) TVGOLO.COM-ის მაყურებლებმა ყოველკვირეულ მსოფლიო გოლების ჰიტ-აღლუმში საუკეთესოდ აღიარა და მექსიკის ნაკრების ვარსკვლავის, ჯოვანი დოს სანტოსისა და ბრაზილიელი ვარსკვლავის, რონალდინიოს გატანილებს ამჯობინეს.
ეს მარცვალაძის კარიერის პიკი იყო, რომელსაც მალე სასურველი ტრანსფერიც დაემატა: შარშან, მაისის ბოლოს, რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე
გარიგების საფასური შემდგომში გახდა ცნობილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და ამბიციურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ნიჟნინოვგოროდელებს კი 2,6 მილიონი ევრო გადაუხადა.
ოთარ მარცვალაძის ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა, მაგრამ წლეულს, ივნისში "კრასნოდარმა" სეზონისთვის სლოვენიაში მზადება რომ დაიწყო, მარცვალაძე გუნდს არ ახლდა.
"სხვადასხვა მიზეზის გამო მარცვალაძე და კიდევ სამი მოთამაშე ინდივიდუალური პროგრამით კრასნოდარში ემზადებიან", - მაშინ ეს განაცხადა "კრასნოდარის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ხაშიგმა, მაგრამ ქართველი ლეგიონერის დატოვების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
არადა, ბოლო დღეებია, ვრცელდება ხმები, თითქოს მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა და შესაძლოა, თბილისის "დინამოში" გადავიდეს.
თავად ფეხბურთელმა პირველი ინფორმაცია დაგვიდასტურა, მეორე კი უარყო:
- დიახ, "კრასნოდარიდან" მართლაც წამოვედი.
- მიზეზი რა გახდა?
- ტრავმა მართლაც მაქვს, საზარდული მაწუხებს, მაგრამ ეს არ ყოფილა წამოსვლის მიზეზი - მწვრთნელთან ურთიერთობა ამერია და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება გამომიცხადა.
მოულოდნელი და საწყენი ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ. ჩავალაგე ბარგი და წამოვედი.
- კონტრაქტი გაწყვიტე?
- ამაზე შევთანხმდით და იმედია, მალე თავისუფალი აგენტი გავხდები.
- და ამის გამო ამტკიცებენ, რომ თითქოს კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებ? გორის "დილაც" ახსენეს, რომელსაც შენი მენეჯერი მამუკა ჯუღელი ეხმარება...
- არ დაიჯეროთ. საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ და ამ საკითხზე ჩვენ არც გვილაპარაკია.
- აბა, სად ითამაშებ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ახლა თბილისში ვარ, ვმკურნალობ და ვისვენებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რატომ არ წაიყვანა "კრასნოდარმა" ოთარ მარცვალაძე სლოვენიურ შეკრებაზე
ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"
TVGOLO.COM: მარცვალაძის გოლი მსოფლიოში საუკეთესოა [+VIDEO]
შენ ხარ სუფთა დრიბლიორი, გაქცევა, კაცის მოტყუება და რაც მთავარია სისწრაფე - ეს შენი კოზირი და თვისებებია! საერთოდ ნაღდი ფეხბურთელი ხარ. ყველა არაა ასეთი, ბუნებრივად. ასეთებს სიძნელეები აქვთ ხოლმე ცხოვრებაში და კარიერაში.
არ ველოდი კრასნოდარშიც თუ არ დაგაყენებდნენ, კაი კაცი მეგონა ეგ მუსლინი, რა დაემართა.
ოთარ იმდენს მოგზაურობ, შენ თუ ასე გააგრძელე.. ერთ დღეს იქნებ მადრიდში ამოყო თავი :)
ანდა, პროფესიულ ზრდაში წაადგება აქ თამაში?
მარცვალაძის მენტალიტეტზე ლაპარაკს ის ჯობია, იმათ მენტალიტეტზე ვილაპარაკოთ, ქართულ ფეხბურტს ვინც ამ უბედურ დღეში ამყოფებს.