აზერბაიჯანულმა "ქიაფაზმა" ტყუპი ძმები გოგა და ირაკლი ბერაიები გაიფორმა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა "ქიაფაზმა" ტყუპ ძმებს, გოგა და ირაკლი ბერაიებს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მათ განჯელთა შემადგენლობაში სინჯები წარმატებით გაიარეს.

შეგახსენებთ, გოგამ გასული სეზონის პირველი ნახევარი თბილისის "დინამოს", მეორე კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში გაატარა, ირაკლი კი მცირე ხნით გორის "დილას" ღირსებას იცავდა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო.

ცნობისთვის, "ქიაფაზმა" აზერბაიჯანის გასულ ჩემპიონატში მეათე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული