უნაი ემერის ჯანო ანანიძესთან სალაპარაკოდ თარჯიმანი არ სჭირდება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ არ აპირებს, თარჯიმანი დაიქირავოს. ამის შესახებ ცნობას Bobsoccer.ru ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ემერის გუნდთან კომუნიკაციაში კლუბის სპორტული დირექტორი დმიტრი პოპოვი ეხმარება. თარჯიმნის მომსახურება თავად ესპანელმა სპეციალისტმა არ ინება და თქვა, რომ გუნდში უცხო პირების ყოფნა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ემერი გასულ სეზონში "ვალენსიას" წვრთნიდა.

ეს ცნობა იმიტომ მოგაწოდეთ, რომ, პირველ რიგში, "სპარტაკში" ჩვენი ნაკრების ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის ბედი გვაღელვებს, რომელსაც არცთუ კარგი სეზონი ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმებმა დატანჯა, თუმცა არც ვალერი
კარპინი ("სპარტაკის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი) სწყალობდა ჩვენებურს და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებდა.

ამჟამად კი ჯანო ანანიძე გუნდთან სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ტრავმებიც აღარ აწუხებს. იმედია, ჯანო ესპანელი სპეციალისტის მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებს და დაუმტკიცებს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია.

მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალური ვებგვერდის ფოტო

ასევე იხილეთ:
უნაი ემერი: მოსკოვის "სპარტაკს" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს
ჯანო ანანიძემ სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული