"ინტერმა 15 ივლისს JJK დაამარცხა 3:2. ანგარიში სირბილაძემ გახსნა. "ინტერი" 2:0-ს კი იგებდა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
სირბილაძის გუნდმა გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაუტანა ათი კაცით დარჩენილ მოწინააღმდეგეს.
უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველებს გოლი არ გაუტანიათ. ჯაბა ლიპარტიას "ლუგანსკმა" შინ ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 2:0 მოუგო. ქართველი 55-ე წუთზე შეცვალეს.
დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩევეცმა" სტუმრად 0:2 წააგო ხარკოვის "მეტალისტთან". ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო თარგამაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
კრივოი
კიევის "არსენალმა" სანდრო კობახიძის გარეშე სტუმრად 0:6 წააგო დონეცკის "შახტართან" - ქართველი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
ქართველები კაცნაკლულებს დაერივნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"