ლეგიონი: ირაკლი სირბილაძემ ფინეთში გაიტანა

AutoSharing Option
ფინეთის ჩემპიონატში წარმატებით ითამაშა ირაკლი სირბილაძის "ინტერმა" და ვეიკაუსლიგას ლიდერობს.

"ინტერმა 15 ივლისს JJK დაამარცხა 3:2. ანგარიში სირბილაძემ გახსნა. "ინტერი" 2:0-ს კი იგებდა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

სირბილაძის გუნდმა გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაუტანა ათი კაცით დარჩენილ მოწინააღმდეგეს.

უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველებს გოლი არ გაუტანიათ. ჯაბა ლიპარტიას "ლუგანსკმა" შინ ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 2:0 მოუგო. ქართველი 55-ე წუთზე შეცვალეს.

დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩევეცმა" სტუმრად 0:2 წააგო ხარკოვის "მეტალისტთან". ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო თარგამაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

კრივოი
როგის "კრივბასმა" სტუმრად დაამარცხა პოლტავის "ვორსკლა". კრივბასელთა ორივე ქართველმა, უჩა ლობჟანიძემ და ჯაბა კანკავამ, სრულად ითამაშა. "ვორსკლას" სამივე შეცვლა გახარჯული ჰქონდა, როცა გოლკიპერი გაუძევეს და მეკარე ვეღარ გამოიყვანეს. "კრივბასმაც" ეს შანსი კარგად გამოიყენა.

კიევის "არსენალმა" სანდრო კობახიძის გარეშე სტუმრად 0:6 წააგო დონეცკის "შახტართან" - ქართველი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

ქართველები კაცნაკლულებს დაერივნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული