კანკავას და კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის - უჩა ლობჟანიძის გუნდმა "ჩერნომორეცს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.
კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჯაბა კანკავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
- ჯაბა, გაგვიზიარე მატჩის შთაბეჭდილებები. თამაშით კმაყოფილი დარჩი?
- ჩემი თუ გუნდის? (ეღიმება)
- გუნდისაც და შენიც...
- გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. მწვრთნელის ყველა დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. მოედნის ცენტრში ხისტად ვთამაშობდით და მთელ მოედანზე პრესინგს ვახორციელებდით. შეტევაში
- პრაქტიკულად ყველა ნახევარმცველი შეტევაში ერთვებოდით. ესეც მწვრთნელის მითთება იყო?
- დავალება მოედნის ცენტრის დაპატრონება და ხისტი პრესინგის თამაში იყო. ეს გამოგვივიდა, ამის შემდეგ კი, როდესაც ბურთი ჩვენ გვრჩებოდა, დიდი ძალებით შეტევაში გადავდიოდით. ამიტომ იყო, მეტოქის კარზე ყველანი რომ ვიწევდით.
- გოლის გატანის მომენტი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. თამაშის ყველა ეპიზოდი თვალწინ მიდგას. მატიჩმა მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა და მე მომაწოდა. მე წინ წავედი და ფლანგზე ბარტულოვიჩს გადავაწოდე. მანვე საჯარიმოში ჩემი მისამართით ჩაჰკიდა და მეც შევაგდე.
- რა მარტივია. ეს "კრივბასში" თქვენი პირველი გოლია?
- ოფიციალურ შეხვედრებში კი.
- მწვრთნელმა მოგილოცათ და მადლობა გადაგიხადათ?
- პირადად მე - არა, მთელ გუნდს მოგვილოცა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ გოლის გამტანი მოთამაშისთვის მილოცვა - არაეთიკურია. გამარჯვებისთვის მთელმა გუნდმა იმუშავა. დღეს მე გავიტანე, შემდეგ მატჩში - სხვა მოთამაშე გაიტანს. ეს არაა მთავარი, მთავარი - შედეგია.
- ორი თამაში - ექვსი ქულა. ასპროცენტიანი შედეგი. ახლა დონეცკში დამშვიდებულები წახვალთ?
- დიახ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ახლა გუნდში ყველა ამაღლებულ განწყობაზეა.