კრასნოდარელთა ორივე გოლი მათი სომეხი ლიდერის, იურა მოვსისიანის ანგარიშზეა.
მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ნუკრი რევიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა. რევიშვილმა 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
რუსეთის პირველ დივიზიონში ნალჩიკის "სპარტაკი" შინ 1:3 დამარცხდა "ნეფტეხიმიკთან". დავით სირაძე და გუჯა რუხაია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას ორივე შეცვალეს. სტუმართა რიგებში კი სრულად ითამაშა საბა კვირკველიამ.
დანიის სუპერლიგაში გორის "დილას" მეტოქემ, "ორჰუსმა" "ესბიერგს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა.
დავით დევდარიანი "ორჰუსის" ძირითადში
გამარჯვებით დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"