გიორგი ლომაია: პენალტების სერიისთვის მზად ვარ

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "ინტერის" ქართველმა მეკარემ გიორგი ლომაიამ საბერძნეთის "ასტერასთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბაქოში გუნდებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. კარგი იქნება, თუ სწრაფ გოლს გავიტანთ, რაც შემდეგ თამაშს გაგვიადვილებს.

პერონი ძალიან სახიფათო ფორვარდია. ამიტომ მუდამ ყურადღების არეალში უნდა გვყავდეს. პენალტების სერია? ამისთვის მზად ვარ",
- განაცხადა ლომაიამ azerisport.com-თან საუბარში.

ასევე იხილეთ:

ბაქოს "ინტერის" ქართველები მოგებას იმედოვნებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული