ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ლევან ყენიას ტრანსფერი ჩაიშალა.

21 წლის ყენია რუსეთის ჩემპიონ გუნდს ჯერ პორტუგალიურ შეკრებაზე ახლდა, მერე პეტერბურგშიც გაჰყვა, წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა კლუბთან, მაგრამ...

ყენია ახლა თბილისშია და ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებით "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა:

"ველოდები შემოთავაზებებს. კონკრეტული ჯერ არაფერია, ჩემს ტრანსფერზე არაერთი მენეჯერი მუშაობს.

შეიძლება ისევ გერმანიაში წავიდე, ან რუსეთში... ვნახოთ, გარკვეული ჯერ არაფერია.

ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებას გამოვრიცხავ. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, თუმცა მსურს, რომ რომელიმე აქაურ გუნდში მივიდე სავარჯიშოდ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოვიდა "ზენიტში"
ჩემი ტრანსფერი, ეს გუნდის მთავარ მწვრთნელს არ უნდოდა"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე
რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუბნიეს გზა ფსიქოლოგიურად უნდათ მოარყიონ, ამიტომ უნდა გამაგრდეს.
ilia
21:31 06-08-2012
0
სხვაგან ვიზას არ აძლევენ,,
vova
16:55 06-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული