ალექსანდრე იაშვილი "კიკერმა" ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
34 წლის ალექსანდრე იაშვილმა "ბოხუმის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი წარმატებით ჩაატარა.

ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში დრეზდენის "დინამოსთან" ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი ახალი გუნდის გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა.

როგორც ვივარაუდეთ, ყველაზე პოპულარულმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემა "კიკერმა" იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"კიკერმა" სიმბოლური ნაკრები 4-3-3 სისტემით შეადგინა და იაშვილს ადგილი მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე მიუჩინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაშკა, ყოჩაღ, კარგია, რომ არ გვაფიქრებინებ, თიღქოს ქართველები მხოლოდ ზარმაცები და ზანტები ვართ. უბრალო წარმატებაც კი თავში აგვივარდება და მეტზე აღარ ვფიქრობთ. ნამდვილი მისაბაძი კაცი ხარ . უფალმა დაგლოცოს ალექსანდრე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად და გაგახაროს.
gizog
12:02 08-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული