28 წლის მარცვალაძე რუსული "კრასნოდარიდან" წამოვიდა. რუსულ მედიაში დაიწერა, რომ მარცვალაძე ყოფილ გუნდში, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" აპირებდა დაბრუნებას, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - მარცვალაძე ახლა თბილისშია.
"სხვა გუნდში გადასვლის მხრივ ახალი ჯერჯერობით არაფერია.
მალე გერმანიაში ვაპირებ წასვლას, საზარდულების ტკივილმა ჯერ კიდევ მაისში შემაწუხა და "კრასნოდარის" ექიმმა გერმანიაში მირჩია ოპერაციის გაკეთება.
სარეაბილიტაციო პროცესს დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.
"კრასნოდარიდან" რომ წამოვედი, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. საკუთარი თავით მეც ვერ დავრჩი
ამ გარემარბისთვის ახლა მთავარი სწორედ ჯანმრთელობაა, თორემ ფეხბურთს კარგად რომ თამაშობს, ეს რუსეთშიც იციან და საქართველოშიც.
არ არის გამორიცხული, რომ მარცვალაძემ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოაწეროს ხელი კონტრაქტს მსურველ კლუბთან, თამაშს კი, სავარაუდოდ, ოქტომბრამდე ვერ მოახერხებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაჯი გაჯიევი: მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს