გვარიანად რთული ხელობა: ლევან ყენიას საქმეს გიორგი ქინქლაძე უკეთებდა...

AutoSharing Option
ადვილი პროფესია არ არსებობს, მით უმეტეს, მილიონი ნიუანსით დახუნძლულ ფეხბურთში.

არაერთხელ დაწერილა ფეხბურთელთა აგენტებზე. ეს საკვანძო პოზიციაა ფეხბურთში და ყველა იმ სფეროში, სადაც ბევრი ფული ტრიალებს.

აგენტებშიც ასეა - არის წვრილფეხობაცა და მსხვილფეხობაც. ლევან ყენიას საქმე ერთობ სპეციფიკური იყო. ყენია "ზენიტში" მისვლამდე უსახელი ფეხბურთელი სულაც არ გახლდათ - ზურგს ნაკრები და "შალკე" უმაგრებდა, თუმცა ტრავმიანობის გამო ორწელიწადნახევარი უთამაშებელი იყო.

ყენიას საქმეს ხელი გიორგი ქინქლაძემ მოჰკიდაო, შევიტყვეთ და ქინქლაძეს რუსეთში შევეხმიანეთ.

ინტერვიუ არ გამოვიდა და წყენაც არ ყოფილა - საქმე წარმატებით
ვერ დასრულდა და დეტალებიც უკვე დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის.

არადა, ქინქლაძე გამოუცდელი მენეჯერი სულაც არ არის, "ანორთოსისშიც" უმუშავია სპორტულ დირექტორად და რუსული სატრანსფერო ბაზრის პერიპეტიებსაც კარგად უნდა იცნობდეს. ქინქლაძეს ყაზანის "რუბინშიც" უთამაშია და საკუთარი ნიჭი რუსეთშიც უჩვენებია.

იყო დრო, მამუკა ჯუღელი რომ ახერხებდა ქართველი ფეხბურთელების მოწყობას რუსეთში და მას ყველა ემადლიერებოდა, თუმცა ჯუღელს საკუთარი არეალი ჰქონდა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ტოლა კლუბებთან საქმე არ დაუჭერია. ქინქლაძემ კი ბევრად უფრო ძნელად გასაკეთებელ საქმეს მოჰკიდა ხელი, რაც მისი მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.

ცხოვრება ამით არ მთავრდება და საერთოდ, აგენტი ყველა საქმეს წარმატებით ვერ ასრულებს. ასე რომ იყოს, ეს ძალიან ჩვეულებრივი ხელობა იქნებოდა.

ხელმოცარვა აქ მოსული ამბავია, ოღონდაც წარუმატებლობას აუცილებლად უნდა მოჰყვეს წარმატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე ადგილს ვერ შეინარჩუნებ.

ქინქლაძის კავშირები და გამოცდილება, ალბათ, აუცილებლად გამოადგება სხვა რომელიმე ქართველ ფეხბურთელს. მდიდარი რუსული კლუბები ის პოზიციაა, სადაც უკვე ძალიან სერიოზული, ევროპული თუ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები რომ თამაშობენ.

ჩვენი კაცი იქაც გვჭირდება, საქართველო ხომ ფეხბურთელთა ექსპორტიორი ქვეყანაა...

გვარიანად რთული ხელობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა
ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც გიო, "მაგრად " გაუკეთე საქმე ლევანს.
zakia
13:19 08-08-2012
0
смотреть фильм матч
AlyssaTzv
16:29 10-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული