ლევან ყენიას უკრაინაში უკვე ორი შემოთავაზება აქვს

AutoSharing Option
ლევან ყენია უკრაინაშია და უკვე აქვს ორი შემოთავაზება - 21 წლის პლეიმეიკერი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ კარიერა უკრაინაში გააგრძელოს.

ყენიას ამბავი გეცოდინებათ - გელზენკირხენის "შალკედან" წამოსვლის შემდეგ ჰქონდა შემოთავაზება ბერლინის "ჰერტადან" და უარი თქვა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" მიაშურა, წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

ყენია სამშობლოში დაბრუნდა. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე მის გამოძახებას აპირებდა ხორვატიასთან მატჩისთვის, თუმცა ჯერაც უგუნდოდ მყოფი ყენიასთვის ამ ეტაპზე, ალბათ, კლუბში მოწყობა უფრო მნიშვნელოვანია.

ყენიათი ლვოვის "კარპატია" დაინტერესებული, თუმცა გამოჩნდა სხვა მსურველიც - სიმფეროპოლის "ტავრია".

როგორც შევიტყვეთ, ყენია უკრაინაში კი არის ჩასული, მაგრამ ჯერ არცერთ გუნდში არ ვარჯიშობს, საქმე მოლაპარაკების პროცესშია.

უკრაინის ჩემპიონატში უკვე ხუთი ტურია ნათამაშები, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც ღიაა.

რომელს აირჩევს ყენია: კარპატი და ტავრია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გვარიანად რთული ხელობა: ლევან ყენიას საქმეს გიორგი ქინქლაძე უკეთებდა...
ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა
ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან
მკითხველის კომენტარები / 4 /
და საქართველოში თამაში არ შეიძლება?! ამ უკრაინულ კლუბებში თამაშს,საქართველოს წამყვან კლუბებში ასპარეზობა სჯობს...
gulshematkivari
15:07 09-09-2012
0
ჯერ ზენიტში არ მინდოდა ლევანი გადასულიყო ეხლა ზარია და ტავრია რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატები ღრმა ჭაობია მასდ ბევრი ქართველი პერსპექტიული ფეხბურთელი წავიდა და ვეღარ გაიზარდა
dato-dato
15:42 13-08-2012
0

სიახლეები პოპულარული