ლევან ყენიას უკრაინაში უკვე ორი შემოთავაზება აქვს

AutoSharing Option
ლევან ყენია უკრაინაშია და უკვე აქვს ორი შემოთავაზება - 21 წლის პლეიმეიკერი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ კარიერა უკრაინაში გააგრძელოს.

ყენიას ამბავი გეცოდინებათ - გელზენკირხენის "შალკედან" წამოსვლის შემდეგ ჰქონდა შემოთავაზება ბერლინის "ჰერტადან" და უარი თქვა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" მიაშურა, წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

ყენია სამშობლოში დაბრუნდა. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე მის გამოძახებას აპირებდა ხორვატიასთან მატჩისთვის, თუმცა ჯერაც უგუნდოდ მყოფი ყენიასთვის ამ ეტაპზე, ალბათ, კლუბში მოწყობა უფრო მნიშვნელოვანია.

ყენიათი ლვოვის "კარპატია" დაინტერესებული, თუმცა გამოჩნდა სხვა მსურველიც - სიმფეროპოლის "ტავრია".

როგორც შევიტყვეთ, ყენია უკრაინაში კი არის ჩასული, მაგრამ ჯერ არცერთ გუნდში არ ვარჯიშობს, საქმე მოლაპარაკების პროცესშია.

უკრაინის ჩემპიონატში უკვე ხუთი ტურია ნათამაშები, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც ღიაა.

რომელს აირჩევს ყენია: კარპატი და ტავრია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გვარიანად რთული ხელობა: ლევან ყენიას საქმეს გიორგი ქინქლაძე უკეთებდა...
ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა
ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგით რა უკვე მარაზმია ეს ყველაფერი. ახლა "ტავრია" გამოჩნდა, მერე ალბათ კრივბასი, ილიჩევი და ა.შ. დაღუპავენ ამ ბიჭის კარიერას. ასე მგონია მე.
ase mgonia
14:58 13-08-2012
0
ოოო, ბედმა გაუღიმა, ტავრია ეს უკვე სერიოზულია, მიდი მიდი, არ გაუშვა ასეთი შანსი, კლასი აიმაღლე, თან კარპატი და ტავრია მაგარი ტრამპლინები ყოფილა, 6 თვეში ეგრევე მანჩესტერს თუ არა ლივერპულს ნაღდად მიყავს მაქედან, ყველა დიდი ფეხბურთელი ტავრიაში მოხვედრაზე ოცნებობს...
Walkabout
15:35 13-08-2012
0

სიახლეები პოპულარული