უგუნდოდ მყოფ ოთარ მარცვალაძეს ტომსკის "ტომი" ეპატიჟება

AutoSharing Option
28 წლის ოთარ მარცვალაძე რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარიდან" წინა სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა.

მარცვალაძე ჯერაც უგუნდოდაა და სანამ ახლა კლუბში გადავა, საზარდულებზე ოპერაციის გაკეთებას გერმანიაში აპირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს (19 კეპი, 2 გოლი) უკვე აქვს ერთი რეალური შეთავაზება - ჩვენებურის გადაბირებით ტომსკის "ტომი" დაინტერესდა.

"ტომი" რუსეთის პირველ დივიზიონში თამაშობს და იქ მოწინავეთა შორისაა. გუნდის მიზანი პრემიერლიგაში დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ მარცვალაძე თავისუფალი აგენტია, რაც უფრო გაუადვილებს ახალ გუნდში მოწყობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძე: გერმანიაში
ვაპირებ წასვლას

გაჯი გაჯიევი: მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული