ალექსანდრე გოგობერიშვილი ისევ აზერბაიჯანულ "თურანში" ითამაშებს

AutoSharing Option
35 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი კარიერას ისევ აზერბაიჯანში, თოვუზის "თურანში" გააგრძელებს - ჩვენებურმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გოგობერიშვილი წინა სეზონშიც ამ გუნდში თამაშობდა. "თურანი" აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ამიტომაც ჭიანურდებოდა ხელახალი ხელშეკრულება გოგობერიშვილთან, თუმცა აზერბაიჯანელებმა ჩვენებურის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

გოგობერიშვილს აზერბაიჯანში ბაქოს "ოლიმპიკში", "ყარაბახში" და "ბაკიშიც" უთამაშია, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონიც კი გახდა.

ამ ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხუთი კეპი აქვს მონაგრებული.

გოგობერიშვილი: ისევ თურანი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული