17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში 15 აგვისტოს პირველად მოირგო ლონდონური გრანდის ფორმა და "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი ითამაშა.
"შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ნიკას გამოსვლით ყველა კმაყოფილი დარჩა", - გვითხრა მატჩზე დამსწრე მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ.
მისი სიტყვები younggunsblog.co.uk-ის წერილითაც დასტურდება.
"არსენალი" ქართველ ვარსკვლავს აკვირდება
"ლონდონის "არსენალი" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას მთელ მსოფლიოში განაგრძობს - ახლა ლონდონელები ქართველ მცველს, ნიკა ჭანტურიას აკვირდებიან.
მეორე
მაღალი, ათლეტური აღნაგობის მქონე ტექნიკური მცველი "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლონდონში უკვე მოსწონთ.
ჭანტურია მენეჯერების რეკომენდაციით მიიწვიეს, მაგრამ მანამდეც შენიშნეს და უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ მომავლის ფეხბურთელი გახდეს.
კარგი მონაცემები კი გააჩნია, მაგრამ ჭანტურიას აყვანას სამუშაო ვიზის არარსებობა ართულებს. ქართველი მცველის საკითხი მომავალ კვირას გადაწყდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გენაცვალე აბა შენ იცი