ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ფორმით პირველი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
უკვე ერთი კვირაა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს.

17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში 15 აგვისტოს პირველად მოირგო ლონდონური გრანდის ფორმა და "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი ითამაშა.

"შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ნიკას გამოსვლით ყველა კმაყოფილი დარჩა", - გვითხრა მატჩზე დამსწრე მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ.

მისი სიტყვები younggunsblog.co.uk-ის წერილითაც დასტურდება.

"არსენალი" ქართველ ვარსკვლავს აკვირდება
"ლონდონის "არსენალი" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას მთელ მსოფლიოში განაგრძობს - ახლა ლონდონელები ქართველ მცველს, ნიკა ჭანტურიას აკვირდებიან.

მეორე
კვირაა, რაც ის "მეთოფეთა" რეზერვისტებთან ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მაღალი, ათლეტური აღნაგობის მქონე ტექნიკური მცველი "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლონდონში უკვე მოსწონთ.

ჭანტურია მენეჯერების რეკომენდაციით მიიწვიეს, მაგრამ მანამდეც შენიშნეს და უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ მომავლის ფეხბურთელი გახდეს.

კარგი მონაცემები კი გააჩნია, მაგრამ ჭანტურიას აყვანას სამუშაო
ვიზისრარსებობა ართულებს. ქართველი მცველის საკითხი მომავალ კვირას გადაწყდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
17 იანებიდან ყველა კაი ბიჭები არიან , მაგრამ ეს ბიჭი აშკარად გამოირჩეოდა ტექნიკურია სწრაფი და რაც მთავარია აზროვნებს კიდევ რითაც გამაკვირვა ესეთ პატარა ასაკში შეუფერებლად თავდაჯერებულია რაც ლიდერის კლასიკური ნიშანია.
გენაცვალე აბა შენ იცი
messi
02:34 17-08-2012
0
ნიკა, აბა შენ იცი, მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გფარავდეს ღმერთი მადლი
gizog
11:02 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული