ხოჯავას ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალთან" რუსეთის პირველი ლიგის პირველობის გასვლით მატჩში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ ტრავმა მიიღო. ამ ტრავმის გამო გოჩამ "ირტიშის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა, თუმცა ტრავმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ და პარასკევს ქართველმა გამთამაშებელმა ვარჯიშიც განაახლა. სავარაუდოდ, ხოჯავა კვირას სანქტ-პეტერბურგის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩში "ვოლგას" სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"საავადმყოფოში რენტგენი გადამიღეს. ექიმებმა მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია, უბრალოდ კუნთი მაქვს მეტისმეტად გადაღლილი", - თქვა 25 წლის ხოჯავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული