მოლდოვურ "დაჩიაში" ქართველებზე აზრი შეიცვალეს

AutoSharing Option
შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და კიშინიოვის "დაჩიას" პირველი მატჩის შემდეგ მომხდარი სკანდალი გემახსოვრებათ.

მოლდოვის ჩემპიონმა წაგება ვერ აიტანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართველ ლეგიონერს, დავით გამეზარდაშვილს დააკისრა, შემდგომ კი გამოცდილი მცველი გუნდიდან თამაშის გაყიდვის ბრალდებით გაუშვეს.

ამით აღშფოთებულმა "დაჩიას" ლიდერმა ლევან კორღალიძემ გუნდი თავად დატოვა.

მას შემდეგ კიშინიოველებმა თქვეს, რომ კლუბში ქართველს აღარ აიყვანდნენ, თუმცა აზრი მალე შეიცვალეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ კიშინიოვურ კლუბში ქართველი ლეგიონერი კვლავ დაიმატეს: მოლდოველებმა 19 წლის მცველი ლუკა თათხაშვილი გასინჯეს, განსაჯეს და
დატოვეს.

"უკვე ათი დღეა, კონტრაქტს ხელი მოვაწერე. განაცხადის გაკეთებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და ამის შემდეგ ვითამაშებ.

როგორ მოვხვდი მოლდოვაში? ჩემი თანაგუნდელი იყო თორნიკე სტეფნიაშვილი, რომელიც კიშინიოვის "ზიმბრუში" თამაშობს. ის მოლდოვაში ზამთარში წავიდა, მაგრამ კავშირი გვქონდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი პირობები იყო.

შემდეგ ჩვენმა საერთო მეგობარმა აგენტს დამაკავშირა, რომელმაც თორნიკე წაიყვანა და მან "დაჩიას" ჩემი გასინჯვაც შესთავაზა.

აგვისტოს დასაწყისში ჩავედი, რამდენიმე ამხანაგური თამაში ჩავატარე, მთავარ მწვრთნელს მოვეწონე და კონტრაქტიც გავაფორმე.

მართალია, ახლა დუბლებში ვარ, მაგრამ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და მალე იქ თამაშსაც მპირდებიან", - გვითხრა თათხაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველებზე აღრენილი მოლდოვური "დაჩია" ვასილ ღუჭაშვილს უსწორდება!
მოლდოვური შთაბეჭდილებები: ყველამ თავის უ.....ს მიხედოს
დობროვოლსკი: "ზესტაფონი" თავის საჯდომზე მაღლა ვერ ახტება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული