ალექსანდრე ამისულაშვილი: "კრასნოდარმა" განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა

AutoSharing Option
"კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა "როსტოვთან" (0:0) რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ შეფასება გააკეთა.

"სამწუხაროდ, მოედანზე აქტიურად არ ვმოქმედებდით, გუნდი გადაღლილი იყო. ეს კი იმის ბრალია, რომ დაახლოებით 8 ფეხბურთელი ნაკრებში იყო გამოძახებული.

პირველ ტაიმში თავს კარგად ვგრძნობდით, ხოლო მეორეში ცოტა გაგვიჭირდა. ამ სეზონში უკვე არაერთხელ დაგვემართა ასე - მეორე ტაიმში ვიღლებით.

რაც შეეხება ანგარიშს, ვფიქრობ, 0:0 სამართლიანია. "კრასნოდარმა" განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა, პრინციპში ისევე, როგორც "როსტოვმა", - თქვა ამისულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილის გარდა "კრასნოდარში" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ირიცხება,
თუმცა ჩვენებურს "როსტოვთან" მატჩში არ უთამაშია.

გარდა ამისა, "როსტოვთან" შეხვედრის დაწყებამდე "კრასნოდარმა" რუსული პრემიერლიგის ხელმძღვანელობისგან 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონატის სპეციალური პრიზი "Fair Play" მიიღო.

საპატიო ჯილდო გუნდის კაპიტანს ალექსანდრე ამისულაშვილს გადაეცა. აღნიშნულ პრიზს რუსეთში ის გუნდი იღებს, რომელიც მოედანზე და მის გარეთ წესებს ყველაზე ნაკლებად არღვევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული