ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ნაციონალური ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელი 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ამჟამად "ნეფტეხიმიკი" ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ამავე გუნდში თამაშობს ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა კვირკველია, რომლის სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის.
გარდა ამისა, ნაციონალურ ლიგაში მოასპარეზე "ვოლგარმა", რომელიც სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა, ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა დაიმატა.