გიორგი ჯანელიძე "ნეფტეხიმიკში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჯანელიძე, რომელიც ყაზანის "რუბინში" ისინჯებოდა, რუსეთის ნაციონალური ლიგის კლუბ "ნეფტეხიმიკის" გუნდში ჩაირიცხა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ნაციონალური ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელი 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ამჟამად "ნეფტეხიმიკი" ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ამავე გუნდში თამაშობს ახალგაზრდა ქართველი მცველი საბა კვირკველია, რომლის სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის.

გარდა ამისა, ნაციონალურ ლიგაში მოასპარეზე "ვოლგარმა", რომელიც სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა, ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული