ლევან ყენია: უკრაინაში ყველაფერი მაკმაყოფილებს

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ კიევის "დინამოსთან" (1:3) უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყენიას გარდა "კარპატიში" ბუბა დაუშვილი ირიცხება. ყენია მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო დაუშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

როგორც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, მოედანზე ყენიას შესვლის შემდეგ კარპატელებს კარგი მომენტები გაუჩნდათ.

ლევანი კარგად შეეწყო თანაგუნდელებს და ზოგჯერ თამაშს საკუთარ თავზეც იღებდა. გარდა ამისა, ყენიას ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლის გატანც შეეძლო, თუმცა ცოტა დააკლდა.

"ნამდვილად კარგი მომენტი იყო.
მეკარესთან პირისპირ გავედი და უკვე ბურთს ბადეში ვხედავდი, მაგრამ ბოლო მომენტში ცივსისხლიანობა დამაკლდა, ამიტომაც ვერ გავიტანე.

საერთო ჯამში ჩემი თამაშის შეფასება არ მინდა, რადგან გუნდმა წააგო. მაგრამ ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებს უფრო კარგად ვუგებ და მოედანზე მათთან თამაში აღარ მიჭირს.

როცა მოედანზე გავედი, მთელი გუნდი გააქტიურდა, ხოლო "დინამომ" უკან დაიხია. ამან უკეთესი შედეგის მიღწევის შანსები მოგვცა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. ჩემი აზრით პენალტი სამართლიანად დანიშნეს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ამჟამად კარგად ვარ და უკრაინაშიც ყველაფერი მაკმაყოფილებს. ადაპტაციასთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემები მაქვს.

ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ სამი ან ოთხი ტურის შემდეგ სრული მატჩის ჩატარებას შევძლებ. ამიტომ ახალი დაპირისპირებებისთვის მზად ვარ და ყველაფერს გავაეთებ, რომ გუნდს დავეხმარო",
- თქვა ყენიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან, მოუთმენლად ველით შენს სრულფასოვან დაბრუნებას დიდ ფეხბურთში და საქართველოს ნაკრებში, სულ გამარჯვებით გევლოს, ღმერთი იყოს შენი მფარველი
gizog
16:17 16-09-2012
0

სიახლეები პოპულარული