მერაბ ჟორდანია რუსულ გიგანტ-კომპანია "გაზპრომს" ელაპარაკება

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" ერედივიზიონში ხუთი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და დიდი ამბიციებიც გაუჩნდა.

ჰოლანდიურ მედიაში დაიწერა, რომ "ვიტესის" მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია მოლაპარაკებას აწარმოებს რუსულ გიგანტ-კომპანია "გაზპრომთან".

ანუ გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ "ვიტესმა" მაისურზე "გაზპრომი" დაიწეროს და გვარიანი სპონსორული შემოსავალი მიიღოს.

"გაზპრომს" უკვე აქვს საფეხბურთო კლუბებთან მუშაობის გამოცდილება - ამ კომპანიის სახელი და ლოგო აქამდე "შალკეს" და "ზენიტის" მაისურზე იყო.

შარშან "გაზპრომის" წლიური შემოსავალი 35 პროცენტით გაიზარდა და 154 მილიარდი ევრო შეადგინა.

ვნახოთ, თუ ჟორდანიამ "გაზპრომთან" მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა, "ვიტესი"
მნიშვნელოვნად მოღონიერდება და ალბათ, საშუალო ევროპული დონის კლუბების მარაქაშიც მტკიცედ გაერევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდიურმა "ტვენტემ" თვალი გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას დაადგა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სნობი თავსაც რომ იწონებს! 30 წლის მეგობრობა და ძმობა როგორ გაცვალე ფულში და უღალატე ერთგულ ადამიანებს?
gio-gio@yahoo.co
13:52 18-09-2012
0

სიახლეები პოპულარული