აკაკი დიდი ხანია, "გაზ მეთანის" დატოვების სურვილს ღიად გამოხატავს:
"აქ უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობ. 22-23 წლის რომ ვიყო, უკმაყოფილო არ ვიქნებოდი. "გაზ მეთანმა" ბევრი რამ შემძინა და ამისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ უკვე დროა, სხვა დონეზე ვითამაშო.
ვერც სპორტული და
ხუბუტიას დიდი იმედი ჰქონდა, რომ კარიერას სხვაგან გააგრძელებდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია. არადა, როგორც გვითხრა, რამდენიმე დღის წინათ ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა:
"ჩემი შეძენა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბს სურდა. რუსებსა და "გაზ მეთანს" შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩემმა კლუბმა ჩემს გაყიდვაზე უარი თქვა.
ისეთი გამწარებული ვიყავი, სანაკრებო შეკრებიდან რუმინეთში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ისევ საკუთარ თავს დავაზარალებდი და "გაზ მეთანს" შევუერთდი.
რუმინეთში კალენდარულ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავედი და ამიტომ მწვრთნელმა 18-კაციან განაცხადში არ შემიყვანა.
"გაზ მეთანში" კონფლიქტურ სიტუაციებს ვერიდები. ამიტომაც ძირითად შემადგენლობას უახლოეს ტურში დავუბრუნდები.
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ახლა ემოციების დრო არ არის. თავი ხელში უნდა ავიყვანო და ბევრი ვიშრომო, რომ აქაურობას თავი დავაღწიო".
საქართველოს ნაკრების მცველი იმედოვნებს, რომ რუსეთში გადასვლას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძლებს. მისი თქმით, იქიდან ორი პრემიერლიგური კლუბის ინტერესი კვლავაც რეალურია, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.
ხუბუტიას ტრანსფერის შანსს კი ის ფაქტი ზრდის, რომ მას "გაზ მეთანთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და რუმინულ კლუბს აშკარად ურჩევნია, იგი არა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, არამედ გაყიდოს.
საქართველოს ნაკრების ორ განვლილ ოფიციალურ მატჩში აკაკის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი შეფასება მაინც საინტერესოა:
"მართალია, ბელორუსსა და ესპანეთთან გამართულ შეხვედრებს სათადარიგოთა სკამიდან ვადევნე თვალი, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
ნაკრებში გასაოცარი ერთსულოვნებაა, ეროვნულ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი თავს გუნდისთვის საჭირო კაცად მიიჩნევს და ასეც არის.
ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი შეკრული და მეგობრული გუნდის წევრი რომ ვარ.
ბელორუსთან და ესპანეთთან დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისა და სწორი თამაშის შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების პროგრესი მალე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება".
აკაკი ხუბუტია: რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა ბოლო მომენტში ჩამეშალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აკაკი ხუბუტია: საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩისგან მაქსიმუმის მიღება უნდა ისწავლოს
აკაკი ხუბუტია გადარჩა - "სამსუნსფორის" ავტობუსს მატარებელი შეასკდა! [+VIDEO]