შოთა გრიგალაშვილი: თუ "ალანიას" დასჭირდება, კარშიც დავდგები

AutoSharing Option
გორის "დილადან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაბარგებულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც ოსურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდთან ერთად ივარჯიშა.

მახაჩყალის "ანჟისთან" მატჩის სამზადისში მყოფ "ალანიასთან" ერთად ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ შოთამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ვლადიკავკაზში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

- განწყობა ნორმალურია, უბრალოდ, ცოტა დავიღალე, - ასე ახსნა შოთამ თავისი მოწყენილი გამომეტყველება. - ძალიან მიხარია, ვლადიკავკაზში რომ აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, "ალანიას" და მისი საჩემპიონო ტრადიციების შესახებაც ვიცი. თანაც, ჩრდილოეთ ოსეთი ხომ საქართველოდან არცთუ შორს, ყურისძირშია.

ამჟამად
კლუბი განვითარების ახალ ეტაპზეა და ახალი პერსპექტივები იკვეთება.

- "ალანიაში" ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ გუნდზე როგორი შთაბეჭდილებები გაქვთ?
- ბრწყინვალე გუნდია! იმედი მაქვს, ერთად მაღალი მიზნებისთვის წარმატებით ვიბრძოლებთ.

- ახალ პარტნიორებს დაეკონტაქტე?
- დიახ, უკვე გავიცანი ბიჭები, თუმცა ერთმანეთთან დასაახლოებლად დრო გვჭირდება.

- "ანჟისთან" მატჩში (რედ. გაიმართება 24 სექტემბერს) თამაშს იმედოვნებთ?
- ფიზიკურად მზად ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითამაშებ თუ არა, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

- მოედანზე რომელ პოზიციაზე თამაში უფრო მოგწონთ?
- ვითამაშებ იქ, სადაც საჭირო იქნება. მთავარი - გუნდის ინტერესებია. ჩავდგები თუ არა კარში? თუ საჭირო იქნება, კარშიც ჩავდგები (იცინის).

- რატომ არ ითამაშეთ საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებში?
- თამაშები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც "ალანიაში" გადასასვლელად ვემზადებოდი. საჭირო იყო გარკვეული ფორმალობების მოგვარება.

- რუსული ენა სად ისწავლეთ?
- თბილისში მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობ, სადაც ძალიან ბევრი რუსია. თუმცა, საკმარისად კარგად რუსულს მაინც ვერ ვფლობ და მომზადება დამჭირდება.

ასევე იხილეთ:
osradio.ru: ოს პატრიოტებს "ალანიაში" ქართველის დანახვა არ სურთ
შოთა გრიგალაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გრიგალაშვილო, ეგრე მთალდ ნუ დაიმცირებ თავს "ალანიასათვის" ერთგულების გამოსახტავად. ცოტა ღირსება თუ არა, თავმოყვარეობა იქონიე.
სტაჟიანი გულშემატკივარი
18:22 24-09-2012
0
ეხლა ალანიას თუ დაჭირდა აბა რა უნდა ქნა...
kosta xetagurovi
17:38 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული