როგორც მარცვალაძემ თქვა, ეს გადაწყვეტილება "კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოლუბ მუსლინმა მიიღო.
რუსულმა ინტერნეტპორტალმა "სპორტ-ბოქსმა" "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას ეს ამბავი კიდევ ერთხელ გაუხსენა.
"ერთი წლის წინათ მუსლინი აღტაცებული იყო გუნდში აყვანილი ოთარ მარცვალაძით, მაგრამ მისი გამოყენება ვერა და ვერ მოახერხა.
მერე ძალიან სურდა ოლეგ სამსონოვის დამატება და ახლა მასაც არ ათამაშებს. ერთი თვის წინ კი ვლადიმერ კომანის ჩარიცხვას ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი უწოდა.
ახლა
არ არის დრო, ახალგაზრდა კლუბი ბავშვური დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს და გაიზარდოს?!" - რიტორიკულ შეკითხვას სვამს "სპორტ ბოქსის" ჟურნალისტი.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერის გმირი ამჟამად უგუნდოდ არის.
ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მარცვალაძეს იწვევდა თბილისის "დინამო", რუსეთის პირველი დივიზიონის ტომსკის "ტომი", მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მთავარ მწვრთნელი ომარ თეთრაძე.
გაჯი გაჯიევმა ღიადაც თქვა, მინდა, მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" დაბრუნდესო.
მაგრამ საქართველოს ნაკრების გარემარბი ჯერ კიდევ მაისში საზარდულების ტკივილმა შეაწუხა და "კრასნოდარის" ექიმმა ოპერაციის გაკეთება გერმანიაში ურჩია.
"ოპერაცია 29 აგვისტოს მიუნხენში გავიკეთე. ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გავდივარ, რასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.
ვარჯიშს კი, ალბათ, ოქტომბრის დასაწყისში მცირე დატვირთვებით, ძუნძულითა და ტრენაჟორებით დავიწყებ.
სამწუხაროდ, წლეულს ვეღარ ვითამაშებ და ფაქტობრივად, ეს სეზონი გამიცდა, მაგრამ ფეხბურთელის ცხოვრება ასეა, მსგავსი და უარესი ამბებიც მომხდარა. ამაში საშიში არაფერია, ყველაფერი წინ არის.
ალბათ, სრული დატვირთვით ვარჯიშს ზამთარში განვაახლებ და იმედია, ახალი წლიდან ახალ გუნდშიც ჩავირიცხები, მაგრამ რომელ გუნდში ვითამაშებ, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია - ეს ჯერ თავადაც არ ვიცი", - გვითხრა მარცვალაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"
ლეგიონის უქმეები: სანდრო კობახიძისა და ოთარ მარცვალაძის გოლები [+VIDEO]