როგორც იქნა, დანიური "ორჰუსის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მათე ვაწაძემ, რომელმაც მოედანზე 25 წუთი გაატარა და ერთი კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
ჩვენთვის განსაკუთრებული თითქმის არაფერი მომხდარა რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში. მხოლოდ "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შეხვედრაა გამოსარჩევი, სადაც დნეპროპეტროვსკელებმა კიეველებს სძლიეს და რაც მთავარია, ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა "კრივბასიდან" "დნიპროში" დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის არაერთ წევრს
ცუდია, რომ "კრასნოდარის" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა ნუკრი რევიშვილი, რომელიც გიორგი ლორიას არყოფნაში, წესით, საქართველოს ნაკრების კარში უნდა ვიხილოთ.
კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა კიდევ ერთმა ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ, რომელიც ამ სეზონში პირველად გამოჩნდა ფრანგული "ლე მანის" 18-კაციან განაცხადში და იმედია, მოედანზეც მალე ვიხილავთ.
გასულ უქმეებზე ქართველებმა გოლები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში გაიტანეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"