ირაკლი სირბილაძე საქართველოს ნაკრებს გოლით უერთდება

AutoSharing Option
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" "მარიეჰამნს" უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 სძლია. რაც მთავარია, გამარჯვების გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა - ეს მატჩის მე-10 წუთზე მოხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამით კარგი განწყობა შეიქმნა ფინეთ-საქართველოს შესარჩევი შეხვედრის წინ, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება.

ფინეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, "ინტერი" ლიდერ ჰიკ-ს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ვეიკაუსლიგის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.

პოლონეთში "იაგელონია" შინ "ლეხიასთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მყოფი ნიკა ძალამიძე 78-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი სირბილაძე: არ
მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში შეკრება დაიწყო
ფინელებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ფეხბურთელთა სია გააცხადეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული