თბილისიდან ჰელსინკიში 8 ოქტომბერს გამთენიისას გაემგზავრნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, აზერბაიჯანული "ბაკის" ქართველი მცველი - გიორგი ფოფხაძე და დელეგაციის სხვა წევრები.
ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა: დავით კვირკველიას ნაცვლად, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო, თემურ ქეცბაიამ რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი - ირაკლი მაისურაძე გამოიძახა.
ანუ ჰელსინკიში გაემგზავრნენ როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ალექსანდრე გურული და გიორგი ფოფხაძე.
დანარჩენი ლეგიონერები და თავად მთავარი მწვრთნელი პირდაპირ
8 ოქტომბერს, საღამოსვე, ნაკრები არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს გამართავს. გუნდს გვიან ღამით შეუერთდება ქართული ლეგიონის წარმომადგენელი ფინეთში - ირაკლი სირბილაძე, რომელსაც ჩემპიონატის მატჩი აქვს სათამაშო "ინტერ ტურკუს" შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.
მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - ევგენი არანოვსკი; ასისტენტები - მიკოლა ლევკო და ოლეკსი ანდრიეიევი; მეოთხე ოფიციალური - ანატოლი აბდულა.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში იხილავს.
gff.ge
ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი: უსიამოვნო სურათი სანაკრებო ბატალიების წინ
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]