გიორგი ადამიამ ბაქოში მისი და გიორგი ლომაიას დაჭრის შესახებ ცნობა უარყო

AutoSharing Option
11 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა საიტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ბაქოში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, "ინტერის" ორ ქართველ ლეგიონერზე, გიორგი ლომაიასა და გიორგი ადამიაზე თავდასხმა განხორციელდა.

თავად ადამიამ საიტ azerisport.com-თან ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ის ამჟამად სულაც საქართველოში იმყოფება.

მანამდე vesti.az ავრცელებდა ცნობას, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში, კლუბ "Mamounia Lounge"-ის სიახლოვეს, ქართველ ფეხბურთელებს თავს მძარცველი დაესხა, თუმცა ლომაიამ და ადამიამ მომხვდურს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც თავდამსხმელმა მათ დანით ჭრილობები მიაყენა.

ნარიამნოვის რაიონის პოლიციაში საიტს ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ
ხელჩართულ ჩხუბს და დანით დაჭრის ამბავი სიმართლეს არ შეეფერება. სამართალდამცველთა ცნობით, ფეხბურთელებმა მძარცველს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მისი გაუვნებელყოფა ვერ შეძლეს და ეს უკანასკნელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ბაქოს "ინტერის" პრესსამსახურიც.

"ადამია ამჟამად ბაქოში არ იმყოფება და ის სამშობლოშია. შესაბამისად, ხმები იმის შესახებ, რომ ის დანით დაჭრეს, ტყუილია.

რაც შეეხება ლომაიას, ის 10 ოქტომბერს გუნდთან ერთად შარშანდელი პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა.

შესაძლოა, ლომაიას მართლაც ჰქონდა ვინმესთან კამათი, მაგრამ ადამია გამორიცხულია",
- განუცხადა კლუბის პრესმდივანმა საიტ Sport.1news.az-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული