ვლადიმერ გუცაევი "ალანიაში" ქართველებს მოამრავლებს?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა გუნდში ვლადიმერ გუცაევი დააბრუნა. მან თბილისის "დინამოს" ყოფილი ვარსკვლავი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბში სპორტული დირექტორის პოსტზე მიიწვია.

"ალანიაში" გუცაევის მესამე დაბრუნების შემდე,გ რუსული გაზეთის, "კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვლადიკავკაზური კლუბის საკადრო პოლიტიკა "სამხრეთულ იერს" მიიღებს:

"ფეხბურთში მუშაობის შემდეგ, გუცაევმა თავი პოლიტიკური საქმიანობითაც გამოიჩინა და პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ "ალანიაში" მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქეა - საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი წლეულს ზაფხულში გააფორმა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კლუბში გუცაევის დაბრუნებას, შესაძლოა, ოსურ კლუბში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გადმოსვლა მოჰყვეს. ადრე ხომ კლუბში ისინი მრავლად თამაშობდნენ"
.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი "ალანიაში" 1994-1995 წლებშიც მუშაობდა, როდესაც ვლადიკავკაზური კლუბი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად გახდა რუსეთის ჩემპიონი - მაშინ გუცაევი გუნდის უფროსი იყო.

მერე საქართველოში დაბრუნდა და ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, სადაც წარმატებული მუშაობა დაუფასეს და ეროვნულ ნაკრები ჩააბარეს.

გუცაევი "ალანიაში" მეორედ 1999-2000 წლებში დააბრუნეს - ამჯერად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მის დროს, "ალანიაში" ბევრი ცნობილი ქართველი მოთამაშე გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული