გიორგი ალავერდაშვილს ლიტვური "ბანგას" დატოვება სურს

AutoSharing Option
24 წლის გიორგი ალავერდაშვილი ივლისში ლიტვურ "ბანგაში" ჩაირიცხა, სადებიუტო შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი და მას შემდეგ კარგად ათამაშდა.

მაშინ გუნდი ლიტვის ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, ახლა კი 41 ქულით 10-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზეა, უახლოეს მდევარ "დაინავას" 13 ქულით უსწრებს და გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა.

ქართველმა თავდამსხმელმა კი 12 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლიტვურმა საფეხბურთო არხმა "ფუტბოლო.ტვ"-მ "ტაურასთან" გიორგის მიერ გატანილი გოლი 25-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელა, შემდეგ კი - მესამე წრის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.

ფეხბურთელისთვის, რომელსაც ტრავმების გამო ბოლო
ოთხი წელიწადი ნორმალურად არ უთამაშია, ეს ბევრს ნიშნავდა და სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

"12 თამაშში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მაქვს და ვიცი, კლუბში ჩემით კმაყოფილები არიან. სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა, გუნდმა აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და ახლა ლიტვის თასზე გადავერთვეთ, ევროპის ლიგაზე რომ გავიდეთ.

კონტრაქტი მიმთავრდება და თავისუფალი აგენტი ვხდები. "ბანგა" ახალ ხელშეკრულებას მთავაზობს, მაგრამ თანხმობის მიცემას არ ვჩქარობ, რადგან არის სხვა შემოთავაზებები და იმედია, უკეთეს კლუბში მოვხვდები.

რომელიმე კლუბი დაინტერესდა? ამაზე ჯერ არაფერს ვიტყვი. სეზონი მიმდინარეობს, მსურს მეტი გავიტანო და შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო. მანამდე ტრანსფერის ამბავი ვერ გადაწყდება.

თამაშს ან "ბანგაში" გავაგრძელებ ან სხვა კლუბში გადავალ. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, რადგან აქამდე რაც ვთქვი, არაფერი გამოვიდა"
, - გვითხრა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ბანგაში" კიდევ ორი ქართველი თამაშობს: ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს
გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული