შოთას 16 ოქტომბერს დავუკავშირდით თურქეთში. გვინდოდა, რომ ტყუპისცალს საქართველოს ნაკრების ფინეთთან მატჩზეც ესაუბრა, თუმცა გვითხრა, ამ თამაშს ვერ ვუყურეო.
ერთი სიტყვით, არველაძეს ფინეთ-ბელორუსის მატჩების შეფასება ვერ ვთხოვეთ; სამაგიეროდ, თურქულ პერიპეტიებზე ველაპარაკეთ...
- როგორ აღმოჩნდი ასე უცბად ახალ გუნდში? სხვა შემოთავაზებები არ ყოფილა?
- როგორც კი წამოვედი "ქაისერისფორიდან", კლუბის პრეზიდენტს "ქასიმფაშას" პრეზიდენტმა დაურეკა და ჩემზე ელაპარაკა. აქედან ცოტა ხანში "ქასიმფაშა" უკვე მე
- მაინც რითი გამოდგა მიმზიდველი "ქასიმფაშას" წინადადება, თანხმობა მალევე რომ შეუთვალე?
- პირველ რიგში იმით, რომ კლუბი ძალიან ცნობილმა და ძლიერმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა. გარდა ამისა, ოჯახი სტამბულში ცხოვრობს და ჩემებთან უფრო მეტი დროის გატარება მომიწევს.
- ამ სეზონში რა მიზნებს ისახავ "ქასიმფაშა"?
- როგორ გითხრათ, კლუბს გრძელვადიანი გეგმები აქვს, მიზანი გამართული გუნდის შექმნაა, რომელიც ევროსარბიელზეც ღირსეულად ითამაშებს.
- მანდაურ ინფრასტრუქტურაზე რას გვეტყოდი?
- საკმაოდ ლამაზი სტადიონი აქვს "ქასიმფაშას", ბაზის მშენებლობაც სადაცაა, დასრულდება.
- როცა "ქაისერისფორიდან" წამოხვედი, გვითხარი, ჯერ ვერ ვხვდები იმის მიზეზს, რის გამოც გუნდს ბოლო პერიოდში ვერ აეწყო საქმე კარგადო. ახლა შეგიძლია ამის მიზეზი დაასახელო?
- დიდი დრო ჯერ არ გასულა, ამის შესახებ რაღაცის თქმა და დასკვნების გამოტანას, ალბათ, კიდევ დასჭირდება დრო.
- უკვე არცთუ ცოტა ვარჯიში ჩაატარე "ქასიმფაშაში" - რა შთაბეჭდილებები გაქვს?
- საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩანს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- ყველაზე უფრო რა პოზიციებზე საჭიროებს გუნდი გაძლიერებას?
- ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემატური დაცვის ხაზია, რადგან ბევრი ტრავმირებული მცველი დაგვიგროვდა.
- ანდრეას ისაკსონი, ფაბიან ერნსტი, კალუ უჩე... "ქასიმფაშაში" არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. როგორ ატყობ, მაინც ვინ არის გუნდის ლიდერი?
- ჩვენი ლიდერი გუნდური თამაშია.
- ისე, ცოტა უცნაურია - "ქასიმფაშა" ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა, თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაუშვეს...
- არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით.
- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ფინეთთან მატჩი არ გინახავს, მაგრამ მაინც - როცა გუნდი 1:0-ზე რიცხობრივ უპირატესობაშია და მოედანზე არც ერთი ნომინალური თავდამსხმელი არ ჰყავს, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მთავარი შედეგია.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი შენც იყავი. ეს თანამდებობა რომ დაგეკავებინა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა?
- ნაჩქარევი რომ იყო, მაგიტომაც არ დავთანხმდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ
რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას
შოთა არველაძე "კასიმფაშას" გაწვრთნის
2.ვინც მაგ წინადადება შემოგთავაზა იმას ნდომებია ქართული ფეხბურთის მთლად დასამარება.