რევიშვილი მალაფეევმა ანუგეშა

AutoSharing Option

ნუკრი რევიშვილს "ზენიტისა" და "ანჟის" შეხვედრაში დიდი უიღბლობა შეემთხვა. მატჩის მიწურულს მახაჩყალელთა ქართველ გოლკიპერს "ჯაბულანი" ხელიდან გაუვარდა და დამატებაზე გატანილი გოლით კონსტანტინ ზირიანოვმა თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

რევიშვილს თანაგრძნობა "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების მეკარემ, ვიაჩესლავ მალაფეევმა გამოუცხადა: "ჩემმა კოლეგამ იმ ეპიზოდამდე შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდი რამდენიმეჯერ იხსნა. ყველაფერი "ჯაბულანის" ბრალია, სწორედ ამ ბურთს აქვს მიწიდან უცნაურად ასხლეტის უნარი. ვიმედოვნებ, მალე "ჯაბულანით" აღარ ვითამაშებთ".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული