მეოთხედფინალში ლევან ყენიას გოლით გავიდა ლვოვის "კარპატი". "კარპატისა" და "მეტალისტის" მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის მე-17 წუთზე კი ქართველი ნახევარმცველი ინდივიდუალური ოსტატობით გავიდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ და "მეტალისტის" კარი დალაშქრა (იხილეთ ვიდეო).
ყენია მოედანზე გოლამდე ორიოდე წუთით ადრე შევიდა, მურთაზ დაუშვილმა კი "კარპატის" რიგებში 120 წუთი დაჰყო.
ქართველები დაუპირისპირდნენ
"დნიპრომ" ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, თარგამაძემ კი 55-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.
ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ვიტესმა" ქვედალიგელ "სტაპჰორსტს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში მათმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი არნემელთა განაცხადში არ ყოფილან.
დანიის თასის მერვედფინალში მარცხი განიცადა ქართველთა "ორჰუსმა", რომელმაც სტუმრად "ლუნგბიუსთან" 2:3 წააგო. მე-8 წუთზე გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"