ალექსანდრე კობახიძე და ლევან ყენია - მატჩის გმირები [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
უკრაინაში თასის მერვედფინალები გაიმართა და ორ მატჩს ქართველი გმირი ჰყავს. ალექსანდრე კობახიძის "არსენალმა" სტუმრად 1:0 სძლია ქვედალიგელ "ავანგარდს", გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე სწორედ კობახიძემ გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

მეოთხედფინალში ლევან ყენიას გოლით გავიდა ლვოვის "კარპატი". "კარპატისა" და "მეტალისტის" მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის მე-17 წუთზე კი ქართველი ნახევარმცველი ინდივიდუალური ოსტატობით გავიდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ და "მეტალისტის" კარი დალაშქრა (იხილეთ ვიდეო).

ყენია მოედანზე გოლამდე ორიოდე წუთით ადრე შევიდა, მურთაზ დაუშვილმა კი "კარპატის" რიგებში 120 წუთი დაჰყო.

ქართველები დაუპირისპირდნენ
ერთმანეთს "დნიპროსა" და "ილიჩევეცის" შეხვედრაში, რომელიც დნეპროპეტროვსკელებმა 2:0 მოიგეს. "დნიპროს" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ. "ილიჩევეცის" რიგებში ასევე სრული მატჩი ჩაატარა დავით თარგამაძემ, თორნიკე ოქრიაშვილი კი 81-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

"დნიპრომ" ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, თარგამაძემ კი 55-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.

ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ვიტესმა" ქვედალიგელ "სტაპჰორსტს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში მათმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი არნემელთა განაცხადში არ ყოფილან.

დანიის თასის მერვედფინალში მარცხი განიცადა ქართველთა "ორჰუსმა", რომელმაც სტუმრად "ლუნგბიუსთან" 2:3 წააგო. მე-8 წუთზე გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული