შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროის მე-17 წუთზე გაიტანა (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ "კარპატიში" ყენიას გარდა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბუბა დაუშვილიც ირიცხება.
"მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. უზომოდ ბედნიერი ვარ. საინტერესო იქნებოდა ამ ეპიზოდის ნახვა, ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თითქოს მაშინ ბურთს პირველად შევეხე (იცინის).
როცა ვხურდებოდი, თამაშს ვადევნებდი თვალს. ვუყურებდი, როგორ იბრძოდნენ
იცით რა... ამ 15 წუთის განმავლობაში, რომელიც მოედანზე გავატარე, დავიღალე კიდეც, იმდენად დაძაბული იყო შეხვედრა.
ქომაგებს კი ვთხოვ, ყოველ მატჩში დაგვიჭირონ მხარი და მათ აუცილებლად გავახარებთ", - თქვა ყენიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე კობახიძე და ლევან ყენია - მატჩის გმირები [VIDEO]