ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ჯანო ანანიძის ბოლოდროინდელი ასპარეზობა იმის იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უსიამოვნო პერიოდს საბოლოოდ დაძლევს და გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვის "სპარტაკში" დარჩენა მცდარი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ბოლო პერიოდში იგი უკვე ხშირად ხვდება "სახალხო გუნდის" ძირითად შემადგენლობაში და იქ ამინდსაც ქმნის.

Sportall.Geრუსული პრემიერლიგის გასულ ტურში მოედანზე იგი მეორე ტაიმიდან გამოჩნდა, მაგრამ გულშემატკივართა შეფასებებით, "კრილია სოვეტოვთან" მატჩში საუკეთესო იყო.

ჯანომ
82-ე წუთზე თავისი გუნდის მეხუთე გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა.

ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით დალაშქრა
სამარელთა კარი (იხილეთ ვიდეო).

"ყურადღებით ვუყურე "სპარტაკის" ბოლო სამ მატჩს და სამივეგან საუკეთესო ჯანო იყო", - ეს "სპარტაკის" ყოფილი კაპიტნის, ეგორ ტიტოვის სიტყვებია.

* * *
რუსეთში ჩვენთვის ნიშანდობლივი სხვა არაფერი მომხდარა, უკრაინაში კი ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა ლევან ყენიამ (იხილეთ ვიდეო).

Sportall.Geსასიხარულოა, რომ იგი ტურიდან ტურამდე უკეთ გამოიყურება და "კარპატისთვის" უაღრესად საჭირო ფიგურად ყალიბდება.

"კრივბასთან" საშინაო შეხვედრაში ანგარიში სწორედ მან გახსნა, მე-40 წუთზე კი კარპატელმა სემირ შტილიჩმა მეტოქის კარი ყენიას გადაცემით დალაშქრა.

* * *
მეორე "ქართული დერბი" კი "ილიჩევეცსა" და "ზარიას" შორის გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

* * *
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი ნიკოლოზ ძალამიძე, რომელმაც თავის ყოფილ კლუბ "ვიძევს" ორი გოლი გაუტანა, თანაც, ეს დროის ორწუთიან მონაკვეთში, მე-14 და მე-15 წუთებზე შეძლო (იხილეთ ვიდეო).

Sportall.Geძალამიძემ "იაგელონია" 2:0 დააწინაურა, მაგრამ მისმა გუნდმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 2:2-ს დასჯერდა.

* * *
ზურაბ ხიზანიშვილი გამოჯანმრთელდა და "ქაისერისფორის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. კვლავ არ ჩანს "ბოხუმის" განაცხადში ნიკოლოზ გელაშვილი.

"ემპოლის" შემადგენლობაში ამჯერად არა ლევან მჭედლიძე, არამედ ირაკლი შეყილაძე ვიხილეთ, ახლად გამოჯანმრთელებული გიორგი მაკარიძე კი ჯერჯერობით "ლე მანის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სჯერდება.

* * *
ჰოლანდიაში "ვიტესმა" ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია - არნემელებმა ამსტერდამში "აიაქსი" 2:0 დაამარცხეს, თუმცა ქართველთაგან ამაში მონაწილეობა მხოლოდ "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მიიღო.

* * *
მამუკა ღონღაძე და ბიძინა ცინცაძე ლატვიის ჩემპიონები გახდნენ - მათმა "დაუგავამ" "გულბენეს" 3:1 მოუგო. ლიტვაში კი გიორგი ალავერდაშვილმა დუბლი შეასრულა. მისმა "ბანგამ" სტუმრად 3:1 სძლია "ტაურასს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული