"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა.
"ორი წელიწადი ვერ ვთამაშობდი, შეკრებაც არ გამივლია და ბევრი მუშაობა მჭირდება. ალბათ, სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ჯერ მაინც არ ვარ.
ფეხბურთს მიღმა დარჩენილს ფორმის შენარჩუნებაში Playstation-ზე თამაში "მეხმარებოდა".
პრესაში სიმართლე იწერებოდა, თუ რატომ ჩაიშალა "ზენიტში" ჩემი გადასვლა. როგორც მივხვდი, ლუჩანო სპალეტისა და ზოგიერთ მოთამაშეს გუნდში ჩემი მისვლა არ სურდათ და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.
მოთამაშეთა
"კარპატის" გარდა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ძალიან მიხარია, სწორედ ლვოვში რომ აღმოვჩნდი. მადლობა მთავარ მწვრთნელს, ნიკოლაი კოსტოვს, რომელიც მენდო...
20-ნომრიანი მაისური პრინციპულად არ ამირჩევია. მთავარია, 30 არ იყოს, რადგან ჩემთვის უიღბლოა - ამ ნომრით "შალკეში" სერიოზული ტრავმა მივიღე", - ამბობს ყენია.
მცირე ხნის წინ, "შალკეს" ყოფილმა თავდამსხმელმა კევინ კურანიმ რუსულ მედიაში გაიხსენა, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფელიქს მაგათს სასტიკი და უცნაური ვარჯიშები ჰქონდა, რომ ერთხელ ფეხბურთელები შუაღამის დადგომამდეც კი ავარჯიშა.
ქართველ ლეგიონერი ამბობს, რომ კურანის უცნაური არაფერი მოუყოლია:
"კურანი მართალს ამბობდა, რადგან მაგათი ძალიან მკაცრი მწვრთნელია. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია დღეში სამჯერ მომქანცველი ვარჯიში. სანამ ვთამაშობდი, მაგათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ტრავმის შემდეგ, გუნდისთვის უსარგებლო რომ ვიყავი, ურთიერთობა გაგვიფუჭდა".
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის "სიკვდილის ჯგუფში" საქართველოს ნაკრების შანსებს კი ყენია სკეპტიკურად აცხადებს და ამბობს, რომ "ჯვაროსნებს" ძალიან გაუჭირდებათ - ვინ შეედავება?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"