იმედია, საკლუბო თემას თვით საქართველოს ნაკრები გადაგვავიწყებს და პოზიტიური შედეგით გაგვახარებს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის დასკვნითი მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება და იმედია, ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადს დაუბრუნდება და მოედანზე ალექსანდრე იაშვილთან ერთად ვიხილავთ.
ლევან კობიაშვილის "ჰერტა" კი, "ბოხუმისგან" განსხვავებით, წარმატებით ასპარეზობს და არ არის გამორიცხული, ვეტერანი ქართველი მომავალი სეზონიდან კვლავ ვიხილოთ პირველ ბუნდესლიგაში.
შეგახსენებთ, კობიაშვილი დისკვალიფიკაციით მიმდინარე წლის
ცნობისთვის, გელაშვილს, იაშვილსა და კობიაშვილს საქართველოს ნაკრებთან შეხება არ აქვთ, მომავალში კი ჩვენს ეროვნულ გუნდში მხოლოდ გელაშვილის ხილვის ალბათობა არსებობს.
სამწუხაროდ, კვლავაც აკლია სათამაშო პრაქტიკა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, რომელიც ბოლო დროს თავისი გუნდის განაცხადში აღარ ჩანს. სამაგიეროდ, მოედანზე ეპიზოდურად ჩნდება მისი თანამემამულე და ასევე თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე.
თავად "ემპოლის" საქმე არცთუ სახარბიელოდ მისდის - ჯერჯერობით მხოლოდ სერია B-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
გიორგი მაკარიძემ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ჯერ მხოლოდ "ლე მანის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სჯერდება. იმედია, ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში დებიუტი სულ მალე ექნება.
"ვიტესმა" ამსტერდამში "აიაქსის" დამარცხების შემდეგ არანაკლებ პრინციპული შეხვედრა ჩაატარა - "ტვენტეს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა. ამ მატჩის შედეგის მიუხედავად, არნემელები მესამე ადგილზე დარჩებოდნენ, მაგრამ პირველ-მეორეადგილოსნებთან, "აიაქსსა" და "ტვენტესთან" უფრო მცირე ჩამორჩენა ექნებოდათ.
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლოს "ვიტესის" შემადგენლობაში სამი ქართველიდან მხოლოდ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს.
უკრაინული პრემიერლიგის თითქმის ყველა ტურში ჩვენთვის ღირსშესანიშნავი მოვლენები ხდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად იქ მოასპარეზე ქართველებმა პირადი მონაგარი ვერაფრით გაიმდიდრეს და ვერც მათმა კლუბებმა იმარჯვეს. გამონაკლისი მხოლოდ უჩა ლობჟანიძის "კრივბასია".
ჩვენთვის პოზიტიური არც რუსეთში მომხდარა რამე. ჯანო ანანიძემ "კრასნოდართან" საშინაო მატჩი მამის გარდაცვალების გამო გამოტოვა. ეს სამწუხარო ამბავი მას "სპარტაკის" ფანებმა ბანერით მიუსამძიმრეს.
ვიმედოვნებთ, ჯანო ან ტრაგედიას ვაჟკაცურად გაუმკლავდება და მისი კარიერა აღმავალი გზით გაგრძელდება.
"კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობაში უკვე საკმაო ხანია, ნუკრი რევიშვილმა ადგილი დაკარგა. მოედანზე არც მისი თანაგუნდელი ალექსანდრე ამისულაშვილი ყოფილა.
თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და ამაში წარმატება ქართველმაც შეიტანა. შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ქაშიმფაშა" კი შინ "ანთალიასფორს" 1:1 დაუზავდა.
აღსანიშნავია, რომ "ქაშიმფაშამ" მეტოქეს ქულა მატჩის უკანასკნელ წამებზე გამოჰგლიჯა.
დანიურმა "ორჰუსმა" პარასკევს ითამაშა და ამ მატჩის შესახებ, სადაც დავით დევდარიანი გააძევეს, უკვე გიამბეთ (იხილეთ ვრცლად).
გოლებს მივეჩვიეთ პოლონეთში მოასპარეზე ქართველებისგან, ლადო დვალიშვილისა და ნიკა ძალამიძისგან, თუმცა თანამემამულეთა მსგავსად, გასულ უქმეებზე არც მათ გაუტანიათ.
მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა. იქაური პრემიერლიგა 17 ნოემბერს განახლდება.
შეგახსენებთ, პირველ-მეორე ადგილს აზერბაიჯანში ქართველი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი გუნდები ლიდერობენ. კახა ცხადაძის "ინტერისა" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგის" ანგარიშზე 20-20 ქულაა, თუმცა "ინტერს" კონკურენტზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"