"ფახთაქორის" დაწევა მხოლოდ ტაშკენტის "ბუნიოდკორს" შეუძლია, რომელიც ჩვენებურის გუნდს ორი ქულით ჩამორჩება.
კახა მალხაზ მახარაძის შვილია. უფროსი მახარაძე ჩინებული ფეხბურთელი იყო, 80-იან წლებში თბილისის "დინამოშიც" კი უთამაშია, კარიერის ბოლოს კი ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში.
უმცროსი მახარაძე მამას ნიჭით ალბათ არ ჩამორჩება. ისიც ბათუმიდან მოხვდა თბილისის "დინამოში". თითქოს ყველაფერი კარგად მისდიოდა, მაგრამ... ნიჭი თვალსა და
ვერ ვიტყვი, რომ "ფახთაქორი" მაგარი გუნდია, თუმცა ნორმალურად ვთამაშობთ, ახალგაზრდული გუნდი გვეთქმის" - გვითხრა მახარაძემ, როცა მას 19 ნოემბერს უზბეკეთში დავუკავშირდით.
მახარაძეს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, "ფახთაქორში" კი საყრდენი ნახევარმცველია.
"ვცდილობთ, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ბურთი წინ გადავაგდოთ გრძელი გადაცემით და ვიბრძოლოთ - ეს ჩვენთვის უცხოა. უფრო ბურთის დაჭერას და გაგორებას ვეშურებით".
იყო დრო, უზბეკეთში ფეხბურთის ბუმი რომ ატყდა. 2008 წელს "ბუნიოდკორმა" თავისთან, არც მეტი, არც ნაკლები, სახელგანთქმული რივალდო მიიყვანა, მწვრთნელად კი ასევე ლეგენდარული ბრაზილიელი ზიკო დანიშნა.
რივალდომ უზბეკეთში ოთხი წელი ითამაშა და ცხადია, დიდ ჰონორარსაც მიიღებდა. ისე, როვალდო ახლა 40 წლისაა და ხეტიალი კვლავაც არ ეზარება, ანგოლის ერთ-ერთ გუნდში თამაშობს.
უზბეკეთში ფეხბურთისადმი ინტერესი არ განელებულა; უბრალოდ, საფეხბურთო პოლიტიკა შეიცვალა. იმ მილიონებს, რასაც ადრე რივალდოსთვის ხარჯავდნენ, ახლა ბავშვთა ფეხბურთში აბანდებენ და შედეგიც სახეზეა: უზბეკეთის 16 და 19-წლამდელთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო ეროვნულ გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ითამაშოს.
"ბუნიოდორი" კი ახლაც ყველაზე მდიდარ საფეხბურთო კლუბად მიიჩნევა უზბეკეთში" - განმარტავს მახარაძე.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა მიღწევები აქვს თვითონ მახარაძეს უზბეკეთში? ეს ისეთი ფეხბურთელია, ტექნიკის და კლასის ხარჯზე რომ ირჯება. ის ახლა საქართველოს რომელიმე მოწინავე გუნდში რომ იყოს, ალბათ, ნაკრების მწვრთნელებსაც დააფიქრებდა. მახსოვს მისი ბოლო მატჩები "ლოკომოტივში", ფეხბურთის ასე თამაში ბევრს არ შეუძლია...
"სამი წელია, რაც უზბეკეთში ვარ. შარშან თასი მოვიგეთ, წლეულს კი ჩემპიონობას ვაპირებთ და თასის ნახევარფინალშიც ვართ გასულები. ასე რომ, ტყუილად არ ჩამოვსულვარ უზბეკეთში. ჩემპიონობამდე ერთი ტური გვაშორებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ" - ამბობს 25 წლის მახარაძე.
ფეხბურთელისთვის ჯამაგირი ვინძლო ყველაზე მნიშვნელოვანია და თქმა რად უნდა, რომ საქართველოდან უზბეკეთშიც ამისთვის წასულა ყველა ქართველი ფეხბურთელი. მახარაძემ გვითხრა, რომ უზბეკეთში უფრო დიდი ხელფასია, ვიდრე ქართულ კლუბებში, თუმცა განსხვავება ძალიან დიდი არ არისო.
მახარაძეს კონტრაქტი მალევე უმთავრდება "ფახთაქორში" და მის გაგრძელებას აპირებს. უზბეკეთი აზიაა და იქიდან ძალიან ძნელია, ბევრად უკეთეს გუნდში მოხვედრა. მახარაძეს ვკითხეთ, ხომ არ არის იმის შესაძლებლობა, უზბეკეთიდან ყაზახეთში გადახვიდე, რადგან ეს უკვე უეფას ზონის ქვეყანააო და გვითხრა, რეალური შემოთავაზებები ჯერ არ მაქვსო.
- ყველაზე უფრო რაზე გწყდება გული შენს კარიერაში? - ამ კითხვას მახარაძემ ასე უპასუხა: შემეძლო, უკეთეს გუნდში მეთამაშა. რატომ ვერ მოვახერხე ეს? იმიტომ, რომ არ დავაფასე ის დრო, როცა ამის უკეთესი შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა არც ახლაა გვიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"