"უნაი ემერის გუნდის საკადრო პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია, ძირითად შემადგენლობაში ჯანო ანანიძე ვიხილოთ, თუმცა მისი გამოჩენა გუნდს დიდად არ გააძლიერებს.
უკვე დიდი ხანია, "სპარტაკს" მაღალი დონის ფლეიმეიქერი არ ჰყავს.
როცა გუნდში ისეთი სწრაფი ფორვარდები გყავს, როგორებიც ემენიკე და ველიტონი არიან, გუნდს დისპეტჩერი სჭირდება, რომელსაც კარგი პასის გაკეთება შეეძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთელი არ არის.
რა თქმა უნდა, "ლუჟნიკების" ხელოვნურსაფარიანი მოედანი უპირატესობას "სპარტაკს" მისცემს.
საერთო ჯამში, "სპარტაკს" "ბარსელონას" მოგება გამართლებისა და გიჟური თავდადების ხარჯზე შეუძლია", - თქვა გავრილოვმა.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე "ბარსელონასთან" მატჩისთვის ემზადება