იური გავრილოვი: წესით, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ძირითადში უნდა ვიხილოთ

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა იური გავრილოვმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის სპარტაკი-ბარსელონას მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"უნაი ემერის გუნდის საკადრო პრობლემებს თუ გავითვა
ლისწინებთ, სრულიად შესაძლებელია, ძირითად შემადგენლობაში ჯანო ანანიძე ვიხილოთ, თუმცა მისი გამოჩენა გუნდს დიდად არ გააძლიერებს.

უკვე დიდი ხანია, "სპარტაკს" მაღალი დონის ფლეიმეიქერი არ ჰყავს.

როცა გუნდში ისეთი სწრაფი ფორვარდები გყავს, როგორებიც ემენიკე და ველიტონი არიან, გუნდს დისპეტჩერი სჭირდება, რომელსაც კარგი პასის გაკეთება შეეძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთელი არ არის.

რა თქმა უნდა, "ლუჟნიკების" ხელოვნურსაფარიანი მოედანი უპირატესობას "სპარტაკს" მისცემს.

ესპანური გუნდის ფეხბურთელები ფრთხილად ითამაშებენ, რადგან ტრავმის მიღების შეეშინდებათ.

საერთო ჯამში, "სპარტაკს" "ბარსელონას" მოგება გამართლებისა და გიჟური თავდადების ხარჯზე შეუძლია",
- თქვა გავრილოვმა.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე "ბარსელონასთან" მატჩისთვის ემზადება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული