ნიკოლოზ გელაშვილმა გერმანულ კარეირაში თავის მეორე გოლი "კიოლნს" გაუტანა

AutoSharing Option
ნიკოლოზ გელაშვილმა გერმანულ კარიერაში მეორე გოლი გაიტანა. ეს 23 ნოემბერს, "კიოლნისა" და "ბოხუმის" მატჩში მოხდა.

გელაშვილი, რომელიც ბოლო დროს "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადშიც აღარ ჩანდა, მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა, 90-ეზე კი მეტოქის კარი დალაშქრა.

ამ დროისთვის "კიოლნს" თამაშის ბედი უკვე სათავისოდ ჰქონდა გადაწყვეტილი და ქართველი თავდამსხმელის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა. "კიოლნმა" 3:1 გაიმარჯვა.

იმედია, ეს გოლი გელაშვილის გერმანულ კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდება და იგი "ბოხუმის" ძირითადში მოხვედრასაც მოუხშირებს და საგოლე მონაგარსაც მალე გაზრდის.

ამავე მატჩში გელაშვილის თანაგუნდელმა ალექსანდრე იაშვილმა სრულად ითამაშა.

კვლავ
"ლე მანის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა ახლად გამოჯანმრთელებული გიორგი მაკარიძე. მისი გუნდი შინ "გენგამთან" 0:2 დამარცხდა.

უკრაინის პრემიერლიგაში "კრივბასი" "ჩერნომორეცს" ეწვია და 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში კრივბასელ უჩა ლობჟანიძეს მონაწილეობა არ მიუღია.

რუმინულ "გაზ მეთანში" კი კვლავ არ ჩანს აკაკი ხუბუტია. საქართველოს ნაკრების მცველის გარეშე მისმა გუნდმა შინ "პეტროლულს" 2:0 სძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული