უნაი ემერი მოსკოვის "სპარტაკიდან" გაათავისუფლეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტ უნაი ემერი თანამდებობიდან გაათაბიუსფლეს. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა ჟურნალისტებთან პრესკონფერნციაზე განაცხადა.

ეს გადაწყვეტილება კლუბის აქციონერებმა "სპარტაკის" მოსკოვის "დინამოსთან" საკუთარ კედლბეში დიდი აგრიშით 1:5 მარცხის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში "სპარტაკმა" მეხუთე ტურის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. ხოლო რუსეთის ჩემპიონატში 17 მატჩში 29 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ირიცხება, რომელიც "დინამოსთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 78 წუთი დაჰყო.

მომზადებულია rsport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული