ამჯერად ქართული ლეგიონისთვის გამოსარჩევი ბევრი არაფერი მომხდარა.
ნიკოლოზ გელაშვილის გოლის ამბავი შაბათს მოგახსენეთ (იხილეთ ვრცლად). შეგახსენებთ, "კიოლნის" კარში გატანილი გოლი მეორეა ქართველი ფორვარდის გერმანულ კარიერაში, ამ სეზონში კი ნიკამ თავი პირველად გამოიჩინა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში საუცხოო სვლას განაგრძობს არნემის "ვიტესი". გურამ კაშიას გუნდმა სტუმრად პსვ დაამარცხა და მართალია, "ეინდჰოვენმა" ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ "ვიტესი" მას ორიოდე ქულითღა ჩამორჩება.
აზერბაიჯანში
შედეგად, "სიმურგი" "ინტერს" ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა ცხადაძის გუნდს მეტოქეზე მატჩით ნაკლები აქვს გამართული და პოტენციურ ლიდერადაც მოიაზრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გურამ კაშია: მატჩის მოსაგებად ნაკრებს მეტი გაბედულება და რისკი მართებს
გია გრიგალავამ რუსები გააოცა, ალექსანდრე ამისულაშვილმა ძველი დრო გაიხსენა
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]