დონეცკის "შახტარმა" საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა და შვილობილ კლუბში, მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით გაუშვა.
შეთანხმების ვადა მაისში იწურებოდა, მაგრამ ოქრიაშვილის უკრაინულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობა რეალურია, რაც უკრაინულმა მედიამაც გააჟღერა.
"ფუტბოლ ნიუსი" ამტკიცებს, რომ "შახტარის" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 20 წლის ქართველი ლეგიონერის დაბრუნების საკითხი გადაწყვიტა.
"მეც ასე ვიცი, რომ იანვრიდან "შახტარში" დავბრუნდები. უკრაინიდან "გაგრას" პრეზიდენტი
ადრე ოქრიაშვილი ამბობდა, რომ "შახტარი" მისი დაბრუნებით სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დაინტერესდა. უკვე ორი წელია, რაც უკრაინაში თამაშობს, ფიზიკურად მოღონიერდა და სეზონის პირველ ნაწილში "ილიჩივეცის" სათადარიგოთა სკამიდან ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა.
თუმცა მარიუპოლელთა მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ოქრიაშვილს უჩვეულო პოზიციაზე, თავდასხმაში ათამაშებდა.
უკრაინულ მედიაში საინტერესო მონაცემებს წავაწყდით: პირველი წრის ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემების დაგროვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილი მარიუპოლელთა შორის საუკეთესო დრიბლიორია - მას 77 წარმატებული რეიდი დაუგროვდა. ასევე, გუნდში ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა დააგროვა - 231.
"ილიჩივეცის" დამრიგებელი პავლოვი ამბობს, რომ ოქრიაშვილმა სეზონი კარგად დაიწყო, მშვენიერი პრესა ჰქონდა, მაგრამ ბოლოში გადაიღალაო. მისი თავდასხმაში დაყენება კი არსებული მდგომარეობით ახსნა, რადგან თავდამსხმელები დაშავებულნი არიან.
უკრაინის ჩემპიონატში ქართველმა ლეგიონერმა 16 ტურში ერთი გოლი მიითვალა.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსს რომ მოუგო, ოქრიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა: პორტუგალიური ტელევიზიის, TVGOLO.COM-ის ყოველკვირეულ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით საუკეთესოდ სწორედ ქართველის გოლი დაასახელეს. წლის ბოლოს კი "ტრანსფერმარკტმა" თორნიკეს მიახლოებითი სატრანსფერო ღირებულება მილიონ ევროდ დაასახელა.
ასევე დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის "ილიჩივეცის" მეორე ქართველის, საქართველოს ნაკრების წევრის, დავით თარგამაძის სატრანსფერო უფლებები, მაგრამ ჯერ მის დაბრუნებაზე არაფერი ისმის.
ოქრიაშვილი ადასტურებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"